ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 1

ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით

ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "პოლიტიკური დალტონიზმი! აი ასეთ შეფასებას მივცემდი სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის!" - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"პოლიტიკური დალტონიზმი! აი ასეთ შეფასებას მივცემდი სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის!" - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი…

"პოლიტიკური დალტონიზმი! აი ასეთ შეფასებას მივცემდი სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის!" - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მაგალითად, მისი მოლდოველი მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ წინ არის საქართველო მოლდოვასთან შედარებით!

ანალიტიკოსი სამადაშვილს მოუწოდებს შეხედოს სრულიად საქართველოს და თქვას სიმართლე, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით.

"- მე მყავს მოლდოველი მეგობრები, რომლებიც ხშირად გვსტუმრობენ და ყოველ ჩამოსვლაზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით თუ რაოდენ წინ ვართ მოლდოვასთან შედარებით! წინ არა მარტო ეკონომიკურად არამედ ზოგად სოციალურ თუ პოლიტიკურ განვითარების კუთხით!

- მე ვხედავ მართლაც რომ დაბეჩავებულ და გაღატაკებულ უკრაინელებს რომლებიც აქ საქართველოში რომ ჩამოდიან უკან წასვლა არ უნდათ!

- ასევე ჩემდა სამწუხაროდ მე ვხედავ ქართველ პოლიტიკოსებს რომლებსაც ბოღმამ მხედველობა დაუბინდა, რომლებიც შავზე თეთრს ამბობენ და ამით ჩვენი ბედკრული ქვეყნის დაკნინებას ცდილობენ!

- ქალბატონო სალომე მოიხსენით ეგ შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ თბილისს, ბათუმს, შეხედეთ სრულიად საქართველოს! გაიხსენეთ თქვენი მახინჯურ-სადისტური პარტიის მმართველობა და თქვით სიმართლე! სიმართლე რომელიც ასე ჟღერს : საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს თავის განვითარებით, ეკონომიკურ-სოციალური თუ პოლიტიკური წყობით! თქვით სიმართლე და დამიჯერეთ გულზე მოგეშვებათ! ნუ გაუხარებთ მტრებს გულებს, ამას ჩვენ ვიმახსოვრებთ, ესეც ღალატის ერთგვარი ფორმაა!" - წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს