ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კობახიძემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კობახიძემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული…

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კობახიძემ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე საექთნო განათლების ჰარმონიზაციის მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების პროცესში ვლინდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროფესიული განათლების სტანდარტების გადახედვის მნიშვნელობას და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის გზით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, კვალიფიკაციების განვითრების და დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლები.

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს