ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმო…

სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები, სემეკის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული სხვა პირები.

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა შემდეგი სასწავლო კურსები:

- ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა

- ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები

- სატარიფო რეგულირების პრინციპები და პრაქტიკა

- საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითადი პრინციპები

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება და გადაეცათ სერტიფიკატები. მონაწილეებმა სასწავლო კურსები დადებითად შეაფასეს. ტრენინგებმა ხელი შეუწყო პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ერთიანი სამუშაო მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში დადებით გავლენას მოახდენს, როგორც ენერგეტიკის სექტორის, ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

სასწავლო ცენტრი განაგრძობს ახალი სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს