ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 15

დავით უტიაშვილი: ციფრული ლარის საპილოტე პროგრამა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული სარგებელი

დავით უტიაშვილი: ციფრული ლარის საპილოტე პროგრამა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული სარგებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ციფრული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ციფრული…

საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ განიხილება, თუმცა დაგეგმილია საპილოტე პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანიცაა ტექნოლოგიის პოტენციური სარგებლის, ხარჯებისა და რისკის შეფასება.

დავით უტიაშვილის განცხადებით, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კვლევა და საპილოტე პროექტების განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია. ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემაში.

„ზოგადად ვხედავთ, რომ ფინანსურ სექტორში ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, ციფრული ვალუტები უკვე არსებობს. მათ შორის საქართველოშიც ჩვენი თანამოქალაქეები იყენებენ ისეთ ვალუტებს, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაზეა მიბმული და გამოიყენება საბირჟო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო გადარიცხვებში. თუმცა ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულს დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ის შეიძლება უფრო სტაბილური და მიმზიდველი იყოს“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საპილოტე პროგრამები ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს შეისწავლოს ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული პოტენციური სარგებელი, მოსალოდნელი ხარჯები, რისკი და ტექნოლოგიური გამოწვევები, ასევე შეაფასოს მათი შემცირების შესაძლებლობები.

„ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე, ცხადია, არ განიხილავს ასეთი ვალუტის სრულყოფილი ფორმით გამოშვებას, თუმცა იგეგმება საპილოტე პროგრამების განხორციელება, რათა შევისწავლოთ სარგებელი, ვნახოთ მოსალოდნელი ხარჯები, რისკი და ტექნოლოგიური გამოწვევები და შევაფასოთ, როგორ შეგვიძლია ამ რისკის შერბილება. სწორედ ამ სამუშაოების ჩატარების მიზნით მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი უფლებამოსილება“, – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს