ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

„მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობს

„მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი მიმართუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი მიმართუ…

აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი მიმართულებით ატარებს: უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ პლატფორმებზე. უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები პირისპირ გამოკითხვის მეთოდით კვლევისას, მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს ასახელებენ. ონლაინ გამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით ელექტრონულად შეუძლიათ. ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ტურისტული სექტორის გამოკითხვაა, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარებით გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვების და განთავსების ობიექტების გამოკითხვა მიმდინარეობს. საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში.

„მაგნოლია 2026“-ის დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში დეკემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

•საუკეთესო ბრენდული სასტუმრო აჭარაში

•საუკეთესო სასტუმრო აჭარაში

•საუკეთესო ჰოსტელი აჭარაში

•საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად აჭარაში

•ყველაზე პოპულარული რესტორანი აჭარაში

•საუკეთესო ტურისტული სააგენტო აჭარაში

•წლის საუკეთესო გიდი აჭარაში

•ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი აჭარაში

•წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში

•წლის პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს