ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 2026 საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 2026 საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისადა სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026. გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისადა სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026. გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველო…

საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისადა სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026.

გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.

ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაზე საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტიწარადგინეს, მათ შორის - თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლურისასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს გამოფენის ფარგლებში, ახალი ბიზნესკავშირებისდამყარების და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებისთვის წარდგენის შესაძლებლობაჰქონდათ. შეხვედრები შედგა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, სადაც ახალ საექსპორტო ბაზრებზეგასვლისა და არსებული ბაზრების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ინვესტიციების სააგენტო ხელს უწყობსქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომას და ქვეყნისსაექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

SIAL Paris 2026 საქართველოს პავილიონში საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილიიმყოფებოდა.

SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიცმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსადა სასტუმროებისა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს