ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 15

დავით სონღულაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ხელმძღვანელს, როჯერ ოკლის შეხვდა

დავით სონღულაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ხელმძღვანელს, როჯერ ოკლის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელმძღვანელთან, როჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელმძღვანელთან, როჯ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელმძღვანელთან, როჯერ ოკლისთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაისა და ღვინის წარმოების განვითარებას, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურიზმის ხელშეწყობას.

„რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მწარმოებლებს ჰქონდეთ თანამედროვე ცოდნაზე, ფინანსურ რესურსებსა და ბაზრებზე წვდომა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და რეგიონებში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი (LEDP) მიზნად ისახავს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში გურიისა და სამეგრელოს ჩაის მწარმოებლებს გაეწიათ მარკეტინგული და ბიზნეს მხარდაჭერა. შეიქმნა გაერთიანება „საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“, რომელიც 27 მწარმოებელს აერთიანებს და ქართული ჩაის პოპულარიზაციას ემსახურება. ქვემო ქართლში დაფუძნდა მეღვინეთა კავშირი, რომელიც 25 მეღვინეს აერთიანებს; მხარდაჭერა გაეწია სექტორის 59 წარმომადგენელს, გაიზარდა ადგილობრივი ღვინოების ცნობადობა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები.

პროექტი ასევე ხელს უწყობს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით შემუშავდა ხუთი ტურისტული მარშრუტი და განხორციელდა ორი საერთაშორისო სატესტო ტური.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს