ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 13

დავით სონღულაშვილი „EMaVE”-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი „EMaVE”-ის კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის „EMaVE” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის „EMaVE” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის „EMaVE” წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, განათლებისა და კვლევის გაძლიერებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების საკითხებს.

„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია აკადემიურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ვცდილობთ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი და გავზარდოთ საექსპორტო ფასი”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„EMaVE”-ის კონსორციუმი აერთიანებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით ერთობლივ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას - „Vinifera EuroMaster“ ახორციელებენ. პროგრამა მოიცავს მევენახეობის, ენოლოგიისა და ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკის მიმართულებებს და სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამის პარტნიორებს შორის არიან საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათი ჩართულობა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.

შეხვედრას კონსორციუმის წარმომადგენლები შვეიცარიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან, მათ შორის, ტურინის, გეიზენჰაიმის, ლისაბონის, მადრიდისა და მონპელიეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს