ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ტან კიან ჰოუს შეხვდა

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ტან კიან ჰოუს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ტან კიან ჰოუს შეხვდა. შეხვედრაზე მხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ტან კიან ჰოუს შეხვდა. შეხვედრაზე მხ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ტან კიან ჰოუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის (AI), ტექნოლოგიების, ინოვაციური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციებზე ორიენტირებული ციფრული ეკონომიკის განვითარების პოლიტიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელწიფო მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სტარტაპ-ეკოსისტემის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპების სინგაპურის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასა და საერთაშორისო ბიზნესქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH - ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმართება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia“ პირველად იქნება წარმოდგენილი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს