ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს ჯონ ტეოს შეხვდა. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს ჯონ ტეოს შეხვდა. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს ჯონ ტეოს შეხვდა.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Enterprise Singapore-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის - Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის წარმატებულ საქმიანობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის კუთხით.

ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობასა და მის როლზე რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციური იდეების ბიზნესად გარდაქმნის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

საქართველოს დელეგაცია სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH - ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმყოფება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia“ პირველად იქნება წარმოდგენილი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს