ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი TRACECA - ს ახალ გენერალურ მდივანს ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინის…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

თამარ იოსელიანმა ჟასურბეკ ჩორიევს ტრასეკას გენერალ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA -ს ფორმატში.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს