ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ბეჰ სუან გინს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ბეჰ სუან გინს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნად…

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ბეჰ სუან გინს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ბეჰ სუან გინს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებასა და ერთობლივი მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული დერეფნის პროექტზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას ჩაუყრის საფუძველს. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას რეგიონულ ციფრულ და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ოთხი გლობალური აქსელერატორის საქმიანობაზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და ქვეყნის ხელსაყრელი ბიზნესგარემოზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ ეს პირობები რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და განვითარების მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის.

ქართულმა მხარემ სინგაპურელ პარტნიორებს ასევე გააცნეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა და მისი როლი ტექნოლოგიური განათლების, ინოვაციებისა და ციფრული უნარების განვითარებაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს