ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლები…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.

საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ.

აღსანიშნავია, რომ წინა საინვესტიციო ტურის შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, Contactweb-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

დღეს საქართველოში BPO სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და 12 000 ადამიანია დასაქმებული. მათ შორისაა საერთაშორისო კომპანიები Teleperformance და Concentrix.

ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს