ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

თამარ ზოდელავა: ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია

თამარ ზოდელავა: ბიზნესსუბიექტებს, რომლებმაც 2026 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულეს, შესაძლებლობა აქვთ, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვ…

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის საქმიანობის შეჩერება გაუქმებას არ ნიშნავს. შეჩერებული სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტებს შეზღუდული აქვთ გარკვეულ შესაძლებლობებზე წვდომა. მათ შორის, ვერ სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით, ვერ აახლებენ ამონაწერს და ვერ ახორციელებენ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. შესაბამისად, მათ, ვისაც სურს, რომ ბიზნესსუბიექტი მოქმედი იყოს, აქვთ შესაძლებლობა, დადგენილ ვადაში მოაწესრიგონ სარეგისტრაციო მონაცემები. კიდევ ერთხელ განვმარტავ, 2027 წლის 1 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესკურიერში“.

თამარ ზოდელავას განმარტებით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც კვლავ შეჩერებული ექნებათ სტატუსი და მონაცემები არ ექნებათ განახლებული, გაეგზავნებათ შეტყობინება და მიეცემათ დამატებით სამთვიანი ვადა, 2027 წლის 1 აპრილამდე:

„ეს იქნება საბოლოო ვადა იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც სურთ, სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 2027 წლის 1 აპრილს კი, ის ბიზნესსუბიექტები გაუქმდებიან, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ექნებათ და სარეგისტრაციო მონაცემები არ ექნებათ განახლებული“,-განაცხადა თამარ ზოდელავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს