ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 6

Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით არის დაინტერესებული

Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობით არის დაინტერესებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. რევაზ სოხაძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო კომპანიების მონაწილეობის ფორმებსა და შესაბამის შესყიდვის პროცედურებზე.

ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე შენობებისა და ურბანული სივრცეების პროექტირებით, დაინტერესებულია საქართველოში კერძო სექტორის პროექტებთან ერთად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობით. Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.

რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული კომპანიების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანამედროვე არქიტექტურული და საპროექტო პრაქტიკის განვითარებისთვის.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს