ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა

ნათია თურნავა: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო, ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა…

„თბილისის ფინანსური სამიტი“ ძალიან წარმატებული იყო და ღონისძიების მიმართ მაღალი ინტერესი გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რაც საერთაშორისო პარტნიორებსა და კოლეგებს შეგვიძლია გავუზიაროთ. პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ შეჯამებისას.

„საქართველო ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სამიტში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ გლობალური ფინანსური ტენდენციების განხილვის, არამედ საქართველოში არსებული კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და არსებული ინვესტიციების გაფართოების თვალსაზრისით.

„სამიტს ესწრებოდა არაერთი საერთაშორისო ინვესტორი, ასევე საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები, რომელთა ინტერესიც მხოლოდ გლობალური გამოწვევების განხილვით არ შემოიფარგლება. მათ ასევე აინტერესებთ კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები - სად შეუძლიათ ინვესტირება და როგორ გააფართოონ უკვე არსებული ინვესტიციები საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Bank of China-სა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს ფინანსურ სექტორთან საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარება.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მეზობელი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები პრაქტიკულად მუშაობს და რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სამიტმა საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვის პლატფორმა შეუქმნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 000-მა მონაწილემ 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა, ფინანსური სექტორის ლიდერებმა, საერთაშორისო ინვესტორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა.

სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსურ ტექნოლოგიებს, ციფრულ ვალუტებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდების სისტემების განვითარებასა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს და ამავდროულად, როგორ უნდა იმართოს მათთან დაკავშირებული რისკები.

ნათია თურნავას განცხადებით, სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელშეწყობას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს