ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს…

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები კახეთში, კერძოდ, სიღნაღში, წინანდალში, ვარდისუბანში, ალვანში, ყვარელსა და ნაფარეულში იმყოფებოდნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს რთველში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.

კახეთში ტურის ფარგლებში ამერიკელი ტუროპერატორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სტუმრებმა ცხენებით ჯირითსა და ჯიპ-ტურში მიიღეს მონაწილეობა.

კახეთის შემდეგ უცხოელი ტუროპერატორები მცხეთასა და მუხრანს ეწვივნენ, სადაც მათთვის საინფორმაციო ტური, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.

გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ს ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს