ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 12

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა - ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა - ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს…

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის კიდევ უფრო გაზრდა და გაძლიერება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სექტორში თანამრომლობაზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში და რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება-მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონული სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ 2029 წლამდე მოხდეს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობის გაორმაგება, საპორტო, ისევე როგორც სარკინიგზო მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს.

„ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს