ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 12

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობეს…

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესებამ, როგორიცაა საერთაშორისო რეზერვების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მაღალი ენერგო ფასების ფონზე.

„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. ანგარიშის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში, საქართველო იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, რაც 2023-2025 წლებში 8%-ს აღემატებოდა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია დაბალი ფისკალური მაჩვენებლები, როგორიცაა დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, მათ შორის, ის ფაქტორი, რომ საგარეო ვალი, ძირითადად, შედგება საინვესტიციო პროექტებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კონსესიური სესხებისგან. ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მდგრადობა, აღნიშნულია საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესება, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და რეზერვები, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს