ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყანას სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყანას სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რეიტინგი უცვლელად,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რეიტინგი უცვლელად,…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითიდღე იზრდება.

„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

„Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2026 წელს ზრდის მიმართულებით დააზუსტა და მიმდინარე წელს 7.5%-იან ზრდას ელოდება. ყოველივე აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ამ მიმართულებითაც მთავრობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებულ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს