ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა - პავილიონები საქართველოს ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ტინგ სიუესიანგთან ერთად დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერ…

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE) გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიება ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გამოფენის ფარგლებში გახსნილი პავილიონები ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ლიმონათი, ტყავის ნაწარმი და ტანსაცმელი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენა ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას უწყობს ხელს.

ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. მათ შორის, წელს პირველად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს დაეთმობა. აღნიშნული ღონისძიება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, დაამყარონ პირდაპირი საქმიანი კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.

გამოფენაში საქართველო უკვე მეცხრედ მონაწილეობს. წელს პავილიონის კონცეფცია ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეფუძნება. მათ გაფორმებაში ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივები გამოიყენეს. პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართული ჭადრაკის ისტორიას.

ეროვნულ პავილიონში გაიმართება ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებლები ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას გაეცნობიან.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ავსტრიის კანცლერი, გაბონის პრეზიდენტი, სლოვაკეთისა და კუბის ვიცე-პრემიერები.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს