ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

CCPIT Shanghai 1956 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს. საბჭო უზრუნველყოფს ჩინურ და უცხოურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების დამყარებას, საერთაშორისო გამოფენებისა და საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებასა და კომპანიების საკონსულტაციო მხარდაჭერას.

CCPIT Shanghai-სთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქართულ და ჩინურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილება და ბიზნესკავშირები ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს