ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

თამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები

თამარ ზოდელავა: რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა “მეწარმეთა შეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა “მეწარმეთა შეს…

„ჩვენ ვცდილობთ, ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს შევთავაზოთ სამართლებრივი ჩარჩო და დაცვის მაღალი მექანიზმი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შესთავაზა “მეწარმეთა შესახებ” კანონმა ბიზნესს, გახლავთ სტანდარტული წესდება და 146.500-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა სწორედ სტანდარტული წესდების გამოყენებით. ეს წესდება არეგულირებს ნებისმიერ საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვისთვის. ამასთან, ის ზოგავს იურიდიული მომსახურებისას ხარჯებს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

თამარ ზოდელავას ინფორმაციით, ყოველმა მესამე ბიზნესსუბიეტმა სწორედ სტანდარტული წესდება გამოიყენა თავის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

„დღეის მდგომარეობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან დარეგისტრირებულია 430 000-ზე მეტი მეტი ბიზნესსუბიექტი, მათ შორის, 82 000-მა მოიყვანა შესაბამისობაში თავისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან“, - განაცხადა მან.

თამარ ზოდელავამ რეფორმის მიზნებიც განმარტა:

„რეფორმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სრული და სანდო მონაცემი, თუ რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია საქართველოში, და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესთავაზოს ბიზნესს ეკონომიკური განვითარება, პროექტები და პოლიტიკური მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ბაზრის დივერსიფიკაციას“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს