ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

„გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა

„გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები…

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები მუდმივად იხვეწებოდეს. ჩვენ სულ ახლახან შევთავაზეთ დაინტერესებულ პირებს „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. ეს არის ძალიან ინოვაციური ციფრული სერვისი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით ინდმეწარმის რეგისტრაცია განახორციელოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ინოვაციური სერვისი რამდენიმე თვეა, ამოქმედდა და მხოლოდ ბოლო ორ თვეში უკვე განხორციელდა 400-მდე ტრანზაქცია მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში „გონიერი კონტრაქტის“ შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება:

„ამით, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით. უახლოეს მომავალში „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შპს დაარეგისტრირონ ნებისმიერი წერტილიდან“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს