ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინ…

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის კომპანიას, JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და JD.com-ის იმპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ან ნინგმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ქართველ მწარმოებლებსა და ჩინურ ელექტრონული კომერციის სექტორს შორის ბიზნესკავშირების განვითარებას და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას.

JD.com ჩინეთის ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიასთან თანამშრომლობა ქართული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის მასშტაბურ სამომხმარებლო ბაზარზე წვდომისა და პროდუქციის ონლაინგაყიდვების შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან თანამშრომლობა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მისი თქმით, ჩინეთი ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, ხოლო JD.com-თან თანამშრომლობა ქართველ მწარმოებლებს ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. მიხეილ ხიდურელი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიზანია ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდის, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

მემორანდუმი CIIE 2026-ის ფარგლებში ინვესტიციების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქართველო-ჩინეთის B2B შეხვედრების დროს გაფორმდა. აღნიშნული ფორმატი წელს პირველად დაემატა გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას და ქართველ მწარმოებლებს ჩინელ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო კომპანიებთან პირდაპირი შეხვედრების შესაძლებლობა მისცა.

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო CIIE 2026-ზე 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი. ქვეყანა გამოფენაში მეცხრედ მონაწილეობს. ღონისძიება შანხაიში, 5-10 ნოემბერს იმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს