ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში არსებული თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა. მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა. მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ესტუმრა.
მინისტრმა ადგილზე მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი, მასში არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საზღვაო განათლების პროცესში გამოყენებულ თანამედროვე სასწავლო სიმულატორებსა და აღჭურვილობას გაეცნო. აღნიშნული ტექნოლოგიები მეზღვაურებს პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მომზადების საშუალებას აძლევს.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად აკადემიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე იმყოფებოდნენ.