ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა . ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა . ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტა…

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.


თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.


ტრანზაქციის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა, რომელიც ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. შეთავაზების მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (~30.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; ტრანზაქციაში 18,000-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეთავაზებულ მოცულობას დაახლოებით 1.3-ჯერ გადააჭარბა. შედეგად, PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზარზე ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზებაა.


"პაშა ბანკის IPO მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც აზერბაიჯანის, ისე რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია დასტურია, რომ კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელება რეგიონულ კაპიტალის ბაზრებზე. პაშა ბანკთან და ტრანზაქციაში ჩართულ სხვა მხარეებთან თითქმის ერთწლიანმა აქტიურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ბაზრის ინტერესისა და საჭიროებების უკეთ შეფასება, რამაც ტრანზაქციის წარმატება განაპირობა.


ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერულ პოზიციას რეგიონის საინვესტიციო ბანკებს შორის და ადასტურებს მის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს კაპიტალის ბაზრის კომპლექსური ტრანზაქციები არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც საქმიანობა გავაფართოვეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პოზიციის გაძლიერებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ვამაყობთ, რომ PASHA Bank-ს მხარი დავუჭირეთ ამ რთულ პროცესში და ვულოცავთ მის გუნდს ისტორიული ტრანზაქციის წარმატებით დახურვას", - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.


"ეს დღე ისტორიულია PASHA Bank-ისთვის - აზერბაიჯანის ისტორიაში კერძო ბანკის პირველი IPO წარმატებით განხორციელდა და აქციები ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 18,000-ზე მეტი ინვესტორის ნდობის მოპოვება და შეთავაზებულ მოცულობაზე მაღალი მოთხოვნა ადასტურებს ნდობას არამხოლოდ ჩვენი ბანკის მიმართ, არამედ აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზრისადმი ძლიერ ინტერესსაც. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული მაგალითი გახდება ბაზრის მომავალი მონაწილეებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს",- ჯავიდ გულიევი, PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს