ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 3

მარიამ ქვრივიშვილი: ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ შუა დერეფნის კონტექსტში არსებულ შესაძლებლობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საპორტო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

მარიამ ქვრივიშვილი: ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ შუა დერეფნის კონტექსტში არსებულ შესაძლებლობებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საპორტო, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა…

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენ კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელებაც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ქვეყნებს შორის მზარდია ვაჭრობა. ზოგადად ჩვენსა და ყირგიზეთს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად ბევრი ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ საპორტო, ისევე როგორც სხვა სარკინიგზო, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს