ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრ…

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბაზელში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 96-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ცნობილ ეკონომისტებს აერთიანებს. წლიური ასამბლეის ფარგლებში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და შესაძლებლობები მიმოიხილეს.

ღონისძიების ფარგლებში, BIS-ის გენერალურმა მენეჯერმა ასამბლეის მონაწილეებს ბანკის წლიური ეკონომიკური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გლობალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო. ასევე, მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ციფრული რისკების მართვისა და ინოვაციური პროდუქტების უსაფრთხოდ ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„ბაზელის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული ბანკის გლობალურ საფინანსო პროცესებში აქტიურ ჩართულობას და პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან გამოცდილების გაზიარებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი დაესწრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს