ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შ…

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა რეგიონული და საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებაზე.

შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინირებული მუშაობა და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა გადამწყვეტია ტვირთების სწრაფი და შეუფერხებელი ტრანზიტისთვის.

ყურადღება გამახვილდა საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. აღინიშნა, რომ პორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ასევე შუა დერეფნის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სინქრონიზებული განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქართული მხარე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ინვესტირებას ახორციელებს, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას და ხელს შეუწყობს ტვირთნაკადების ეფექტურ გადაადგილებას.

შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სექტორში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, ქართულმა და ყაზახურმა მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორივე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი ათვისებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს