ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 7

2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4%, ხოლო იანვარ-მაისში 7.8% შეადგინა

2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4%, ხოლო იანვარ-მაისში 7.8% შეადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის მაისში წინასწარი შეფასებით, ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის (იანვარ-მაისის) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა. მაისში დღგ-ის გადამხდელ სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის მაისში წინასწარი შეფასებით, ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის (იანვარ-მაისის) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა. მაისში დღგ-ის გადამხდელ სა…

2026 წლის მაისში წინასწარი შეფასებით, ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის (იანვარ-მაისის) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა.

მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა. ამასთანავე, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა და 6,542 ერთეული შეადგინა.

მაისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ჯანდაცვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ამასთანავე, იანვარ-მაისის მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. კერძოდ, ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა და 3,107.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) მაჩვენებელმა 66.1%-ით მოიმატა და 1,929.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინიტრო ავრცელებს


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს