ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა

გივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგა…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე ინიციატივები გააცნო.

გივი მიქანაძემ UNESCO-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს განათლების სისტემის ხარისხის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

ქუნ ჩენმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს