ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდო…

პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან და გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე ბევრი საკითხი გამოიკვეთა, გავიარეთ სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები.

„განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა. ასევე, გავიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში, დავსახეთ კონკრეტული გეგმები და გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ამის დიდი ინტერესი აქვთ.

„რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია. ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა მომავალში უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს