გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებზე…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებზე…
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოითქვა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთმანეთს საკუთარი ხედვა და გამოცდილება გავუზიარეთ, თუ როგორ უნდა დაძლიოს ორმა ერმა მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.