ემანუელ მაკრონი - აშშ-ის და ირანის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის აშშ-ის და ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმება . მისივე თქმით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის აშშ-ის და ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმება . მისივე თქმით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმ…
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის აშშ-ის და ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიესალმება.
მისივე თქმით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის გარეშე გავლა ამ შეთანხმების ქვაკუთხედია და ეს ახლავე იწყება“, – განაცხადამან.
მაკრონის თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზება ჰორმუზის სრუტეში მონიტორინგის შესახებ, საზღვაო ნაკადების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევიანში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ და მისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობენ ხელს.
მაკრონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის „ძალათა ბალანსი“ შეიცვალა, უკრაინის ძალები ახლა „წინ მიიწევენ, ხოლო რუსეთი უკან“.