ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 3

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ინფორმაციას ეკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ინფორმაციას ეკ…

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, ასევე კორპორაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასესხო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვას“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

კორპორაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა. კორპორაციის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე ქართველ მეწარმეთა მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ინსტრუმენტების შესახებ, გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ დღეს ამ თანამდებობაზე მისი წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში“, - აღნიშნა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს