ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 0

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზარდა დღეს, 12:41 6 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზარდა დღეს, 12:41 6 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფ…

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.0%-ით გაიზარდა

დღეს, 12:41 6

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის პირველ კვარტალში 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (36.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.5 პროცენტი).

ხოლო კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.3 პროცენტი) და მშენებლობა (-2.0 პროცენტი).

უწყების ანგარიშით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.2 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (10.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.2 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.9 პროცენტი).


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს