ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშ…

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

როგორც მინისტრმა თქვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მისი ოპერატორი 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც გააორმაგებს გამტარუნარიანობას.

„მიმდინარე პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენი პარტნიორი, ოპერატორი კომპანია განახორციელებს დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას იმისათვის, რომ არსებული 5-მილიონიანი მგზავრთნაკადის გამტარობის ტერმინალი გაფართოვდეს, გაორმაგდეს და მიაღწიოს 10 მილიონ მგზავრს. 2032 წლამდეა მნიშვნელოვანი ამ გამტარობის უზრუნველყოფა, რადგან 2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირების სრულ გადატანას ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. ვაზიანის პროექტი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სტრატეგიული ახალი პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის. ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისთვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რისთვისაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, პირველ რიგში, ჩავატარეთ კვლევები, შევადგინეთ ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად და სხვა მნიშვნელოვანი საავიაციო და ტექნიკურ-საინჟინრო კვლევები, რომლებმაც სახელმწიფოს მიაღებინა ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ვაზიანის აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს. იმდენად სწრაფად პროგრესირებს ამ პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნა მინისტრმა,

გადაცემაში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა შიდა აეროპორტებზე გაამახვილა ყურადღება.

„სრულიად ახალ შიდა აეროპორტს ავაშენებთ თელავში, რომელსაც ექნება დიდი გავლენა და დიდი დატვირთვა ზოგადად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის - განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორის კუთხით. მეორე მხრივ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი მესტიაში სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე. ამ ორ პროექტს ძალიან ელოდებოდა კახეთი, ისევე როგორც სვანეთი. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ახალი შენამატი ჩვენი შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს