„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა. მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდებ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა. მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდებ…
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება.
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.