ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 17

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურ…

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წელს შევიდა, 2023 წელს კი აღნიშნული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რასაც თან ახლდა თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და ციფრული ეკონომიკის ფარგლებში.

„წელს ჩვენ ასევე შევთანხმდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, რაც ითვალისწინებს თანამედროვე დებულებების დანერგვას ელექტრონული კომერციის, ინვესტიციების წახალისებისა და ინფორმაციაზე წვდომის მიმართულებით. ჩვენ ასევე გავდივართ უბრალო ვაჭრობის ფარგლებიდან უფრო მტკიცე საინვესტიციო პარტნიორობისკენ. საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ტრადიციული ვაჭრობის ფარგლებს სცილდება.

„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ციფრულ სერვისებში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკურ გადაწყვეტებში, ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებასა და ელექტრონულ კომერციაში. მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების ჩარჩოების შემუშავებაში ჩინეთის გამოცდილება ძალზე რელევანტურია, რადგან საიმედო და ეფექტიანი ციფრული კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს შეუძლია შესთავაზოს ეფექტიანი ბაზა რეგიონული ოპერაციებისა და ევროპასა და აზიას შორის მომსახურების მიწოდებისთვის. ქართული კომპანიებისთვის კი ჩინეთი იძლევა წვდომას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მიმზიდველ ბაზარზე.

ჩვენი მიზანი ამ ძლიერი მხარეების დაკავშირება უნდა იყოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტი ჩინეთში CIFTIS-ის ფარგლებში ჩატარდა, სადაც საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს