ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: ჩვენი მიზანი არის კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტურობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: ჩვენი მიზანი არის კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტურობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრა…

„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში დაფიქსირებულ ტვირთნაკადებთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.

„ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 574 000 TEU შეადგინა, რაც ასევე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის ყველაზე მაღალი შედეგია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთის ყველა ძირითად კატეგორიაში“, - აღნიშნა ნათია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, უწყების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისებაა.

„ჩვენი მიზანი არის კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტურობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში“, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს