ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა დ…

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე იზრდება შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2026 წლის მე-2 კვარტალში შრომის ანაზღაურება 177 ლარზე მეტადაა გაზრდილი და საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2389 ლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ის, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება, მათ შორის - საფინანსო და სადაზღვევო, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების და სხვა სექტორებში.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს. მათ შორის, თუ შევხედავთ 2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდით, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურების ზრდაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მაჩვენებლებზე“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს