ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 11

თამარ იოსელიანი: სატრანსპორტო სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში

თამარ იოსელიანი: სატრანსპორტო სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო…

სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა მიმდინარე წელს სატრანსპორტო სექტორში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

თამარ იოსელიანის თქმით, ზრდა დასტურდება ტვირთის ყველა სახეობაში.

„საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით, ჯამურად საზღვაო ნავსადგურებმა გადაამუშავეს, დაახლოებით, 13, 700 000 ტონა, რაც წარმოადგენს 24%-იან მატებას. ამასთანავე, კონტეინერების მხრივაც ზრდა აღინიშნება, დაახლოებით 9%-იანი ზრდა გვაქვს და გადამუშავდა დაახლოებით 554 000 TEU კონტეინერი, რაც, ცხადია, უპრეცედენტო მაჩვენებელია პირველი რვა თვის ჭრილში, წლის განმავლობაში და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით რეკორდულ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, რკინიგზის სფეროშიც რეკორდული მაჩვენებლებია ბოლო ათწლეულის განმავლობაში - გადამუშავდა დაახლოებით 9,700 000 ტონა ტვირთი, რაც დაახლოებით 9%-იანი მატებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით.

„აქვე ხაზგასასმელია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტრანზიტის რეჟიმში გვაქვს 14%-იანი მატება, რაც, ცხადია, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფნის როლი იზრდება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს როლიც ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კვანძის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევებისა, ასევე პოზიტიური დინამიკით ხასიათდება წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი.

„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, ზოგადად, აეროპორტებით გადამუშავებულ ტვირთებს - დაახლოებით 29 000 ტონა გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით გვაძლევს 30%-იან სხვაობას, ანუ მატება გვაქვს ამ მიმართულებითაც და აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სწორი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სექტორი. ცხადია, ამ კუთხით ჩვენ კერძო პარტნიორებთანაც ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს