ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთა…

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ბიზნესისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და მომსახურების ხარისხის ამაღლება.

კანონპროექტის თანახმად, იგეგმება როგორც პროცედურული ვადების დაზუსტება სტანდარტულ და დაჩქარებულ წარმოებებში, ასევე, მომსახურების საფასურების გადახედვა გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვის რეგულაციების განახლებაზე, მათ შორის ნარჩენების აღდგენა-განთავსების დღე-ღამური მაჩვენებლების განსაზღვრასა და „ნარჩენების წინასწარი დამუშავების“ ცნების დაკონკრეტებაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის მომსახურების საფასური. იმ საქმიანობებზე, რომლებიც ერთდროულად ექვემდებარება როგორც ინტეგრირებულ ნებართვას, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ბიზნესს მხოლოდ ერთი მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს.

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლებასთან ერთად, ადმინისტრაციული პროცესები იყოს ეფექტიანი და თავისუფალი ბიუროკრატიული ბარიერებისგან. მისასალმებელია, რომ სამინისტრო ითვალისწინებს კერძო სექტორის საჭიროებებს, გვთავაზობს პროცედურულ სიმარტივეს და ბიზნესს ათავისუფლებს ორმაგი ფინანსური თუ ადმინისტრაციული ტვირთისგან. მსგავსი ღია დიალოგი საუკეთესო პლატფორმაა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს