ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 9

გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან

გურამ დუმბაძე: შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები, როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილ კომპანიებთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გ…

რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები - როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.

გურამ დუმბაძემ დეტალურად ისაუბრა თითოეულ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ დანერგილი სიახლეები შესყიდვების თანამედროვე მიდგომებს აკმაყოფილებს და მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიონ მსხვილ კომპანიებს.

„ელექტრონული კატალოგი ეს არის წინადადების წარდგენის ელექტრონული ფორმა, რომელიც უფრო მარტივი და თანამედროვეა. ეს ძირითადად შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას პრეისკურანტით შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც ბევრი პუნქტი აქვს განსაზღვრული შემსყიდველს, რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება მას დასჭირდეს და ელექტრონული ფორმით შეუძლია, რომ წარუდგინოს.

რაც შეეხება ჩარჩო შეთანხმებას, ეს არის უკვე შესყიდვის ფორმა და შეგვიძლია, რომ გამოვაცხადოთ შესყიდვა 3 ან 4 წელზე და უფრო მეტიც, შეგვიძლია, გამოვავლინოთ უკვე ერთზე მეტი - 2, 5 ან 10 გამარჯვებული.

ასევე, ქვეკონტრაქტორის დაჯამება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მცირე, ისე ბიზნესის საშუალო სექტორისთვის. განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, როდესაც ჩვენი კომპანიები კონკურენციაში უნდა შევიდნენ იგივე, ვთქვათ, უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ან თუნდაც, მცირე და საშუალო კომპანიას უნდა, რომ უფრო მსხვილ კომპანიასთან შევიდეს კონკურენციაში. პირველი სექტემბრიდან მათ უკვე შეუძლიათ, დაიჯამონ გამოცდილება ქვეკონტრაქტორის სახით - თუ მანამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა გამოცდილებას, ვთქვათ, 5 მლნ ლარის, ასევე ხარისხის კომპონენტს და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დაეკმაყოფილებინა ინდივიდუალურად ერთ კომპანიას, თუ ცალკე რაღაც ფორმას, ამხანაგობას არ შექმნიდა და ა.შ. დღეს უკვე კომპანიას შეუძლია, მოიყვანოს პარტნიორი ქვეკონტრაქტორი კომპანია და თქვას, რომ 2 მლნ ლარს აკმაყოფილებს თვითონ და 3 მლნ ლარს მისი ქვეკონტრაქტორი, ანუ ერთობლივი ძალებით აკმაყოფილებენ შესყიდვის პირობებს. შესაბამისად, კომპანიას, რომელსაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომელსაც შემსყიდველი ითხოვს, შეუძლია, დაიხმაროს დამატებითი ძალა სხვა კომპანიის სახით, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა და ერთობლივად შეასრულონ კონტრაქტი. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილი სექტორისთვის“, - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს