ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღსანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. აღსანი…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნია, რომ ამ ფორმატის ღონისძიება JP Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონში პირველად ჩატარდა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლი და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული მაკროეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე და ერთმანეთს ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოცდილება გაუზიარეს. ცალკეული სესიები დაეთმო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებს.

ღონისძიების მიზანია რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში პირველ მსგავს ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სომხეთის, ყაზახეთის და სხვა ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს