ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 8

ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება

ვახტანგ ცინცაძე: წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლ…

პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება, ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდული მოცულობა 752.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (რე-ექსპორტის გამოკლებით) გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 60.0%-ით გაიზარდა და ასევე აგვისტოს თვის რეკორდულ მოცულობა, 432.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

„მათ შორის იზრდება ის პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან გადის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით, მთავრობას არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი, განაპირობებს ერთი მხრივ, იმ შედეგებს, რომელიც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.

„საქართველოში უკვე მე-6 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს