ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 12

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველ…

ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და ინვესტორთა ინტერესები.

კონფერენციის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან. ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს მან გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე ინვესტორებს წარვუდგინეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა და განახლებული პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პრეზენტაციას დაესწრო 50-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ წარმატებით განახორციელა ევრობონდის რეფინანსირება, ასევე, მიმდინარე წლის მაისში, გამოვუშვით 400 მლნ ლარის საშინაო ფასიანი ქაღალდები სინდიკაციის გზით. პრეზენტაციის პარალელურად გამართულ ორმხრივ შეხვედრებს დაესწრნენ ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ჩვენს საგარეო და საშინაო ფასიან ქაღალდებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი. J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში მონაწილეობა ამ ინტერესს კიდევ უფრო გააფართოებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

კონფერენციასა და ინვესტორთა შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს