ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 9

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უმსხვილესი ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელ მაშა გლუხოვსკისა და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უმსხვილესი ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელ მაშა გლუხოვსკისა და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხ…

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უმსხვილესი ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელ მაშა გლუხოვსკისა და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან ნიკოლას სტინბერგენთან.

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და J.P. Morgan-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც რეგიონში პირველად ჩატარდა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო პრიორიტეტებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს