ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა2 წთ საკითხავი👁 10

ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა

ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული…

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საფინანსო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე და ორი ქვეყნის კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართული და ჩინური კომერციული ბანკების თანამშრომლობის გაძლიერების ინტერესზე. აღინიშნა, რომ ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ქართულ კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობების მიმართულებით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

ნინო ჯელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ქართული საფინანსო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს თან ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება და თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება. CIFIT-ის ფარგლებში გამართული შეხვედრები ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ქართული და ჩინური საფინანსო სექტორების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელონ“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.

CIFIT 2026-ის ფარგლებში ჩინეთში ვიზიტისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის (CIPS) თავმჯდომარეს ვანგ ჰონგბოს, რომელთანაც არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა ასევე შეაჯამეს საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის CIPS-თან თანამშრომლობის პროგრესი.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ და ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები სხვა მსხვილი ჩინური ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც გამართეს, მათ შორის ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკთან, Bank of China-სა და China Construction Bank-თან.

ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში - CIFIT 2026-ში, ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიწვევით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, წელს პირველად ათი ქართული კომერციული ბანკიც მონაწილეობდა. გამოფენამ მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლებსა და მაღალი დონის დელეგაციებს მოუყარა თავი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს